მომსახურება

       ფარდების სალონი  „ტრენდა“ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: დიზაინერის გასვლას დამკვეთთან, აზომვას, დიზაინის შექმნას, ქსოვილების შერჩევას, კერვას, დაუთოვებას, ადგილზე მიწოდებას, კარნიზების და ფარდების მონტაჟს.
       დიზაინერის მომსახურების აღწერა:
  • პირველი შეხვედრა დამკვეთთან. ადგილზე მისვლა თქვენთვის სასურველ დროს, ზომების აღება. მოლაპარაკება დამკვეთთან ყველა დეტალებზე და დიზაინერის კონსულტაცია.
  • დიზაინის შექმნა. ფარდების ესკიზების შექმნა; ქსოვილების, აქსესუარების, კარნიზების შერჩევა. დიზაინის დამტკიცება. შეკვეთის გაფორმება და შეკვეთის ღირებულების 50 % გადახდა.
  • ქსოვილების შეკვეთა და დამზადება. შეკვეთის დამზადების ვადები შეადგენს 10-დან 15 დღემდე.
  • ბოლო ეტაპი. კარნიზების და ჟალუზების დამონტაჟება. ფანჯრების დეკორირება. შეკვეთის ჩაბარება და თანხის სრულად დაფარვა.